2024 წლის 11 ივლისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება გიორგი მოშიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის – „საქართველოს ფლორის გვარი Daphne L-ს ზოგიერთი სახეობის ფარმაკოგნოსტური კვლევა“, საჯარო დაცვა ფარმაციის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
გენრი დეკანოსიძე - ფარმაციის მეცნიერებათა დოქტორი;
ვახტანგ მშვილდაძე - ფარმაციის აკადემიური დოქტორი.
ექსპერტები:
თამაზ მურთაზაშვილი - თსსუ-ის ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;
ნიკოლოზ გონგაძე - თსსუ -ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ნანა ქავთარაძე - თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიის დეპარტამენტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი.