2025 წლის 2 მაისს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება გვანცა ჯანიგაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „პოლიფენოლების ანტიოქსიდაციური მოქმედების მნიშვნელობა ფუნქციური საკვები პროდუქტების პოტენციური სარგებელის ამაღლებისათვის“, საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
თამარ სანიკიძე - თსსუ-ის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
მარინა გიორგობიანი - თსსუ-ის ჰიგიენის, სამედიცინო ეკოლოგიის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
ექსპერტები:
ბელა ყურაშვილი - თსსუ-ის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოს და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
თამარ გვასალია - თსსუ-ის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ინგა ღვინერია - მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.