„ჰორიზონტი ევროპა“ საგრანტო პროექტების წერაში სამდღიან ტრენინგს იწყებს

„ჰორიზონტი ევროპა“ საგრანტო პროექტების წერაში სამდღიან ტრენინგს იწყებს

„ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისი აცხადებს რეგისტრაციას სამდღიან ტრენინგზე — „AI Bootcamp for Proposal Writing: AI Tools for Grant Preparation, Proposal Writing and Research Communication“, რომელიც მონაწილეებს გააცნობს ხელოვნური ინტელექტის (AI) თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობებს საგრანტო განაცხადების მომზადებისა და კვლევითი კომუნიკაციის პროცესში.

ტრენინგს გაუძღვება მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი ავი სტეიმანი, Academic Language Experts-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ავი სტეიმანი საერთაშორისო დონეზე ცნობილია აკადემიური კომუნიკაციის, კვლევითი წერის, საგრანტო განაცხადების განვითარებისა და კვლევაში AI ხელსაწყოების პასუხისმგებლიანი გამოყენების მიმართულებით. Academic Language Experts-ის ინფორმაციით, მას AI ხელსაწყოების გამოყენებაში დატრენინგებული ჰყავს 30,000-ზე მეტი მკვლევარი. იგი, ასევე არის SciWriter.ai-ის თანადამფუძნებელი — პლატფორმის, რომელიც შექმნილია აკადემიური წერის პროცესში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების მხარდასაჭერად.

ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, რომელიც ჩართულია საერთაშორისო კვლევითი პროექტებისა და საგრანტო განაცხადების, მათ შორის „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში წარსადგენი პროექტების მომზადებასა და ადმინისტრირებაში.

სამდღიანი პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი გამოყენების პრაქტიკულ მეთოდებს კვლევისა და საგრანტო განაცხადების მომზადების სხვადასხვა ეტაპზე. ტრენინგის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

• კვლევითი იდეების გენერირება და განვითარება;

• შესაბამისი საგრანტო კონკურსებისა და დაფინანსების შესაძლებლობების მოძიება;

• საპროექტო წინადადების სტრუქტურირება და ტექსტის მომზადება;

• განაცხადის ტექსტის გაუმჯობესება და შეფასება;

• საგრანტო სტრატეგია, კვლევითი ანალიტიკა და ინსტიტუციური დაგეგმვა;

• productivity tools, ავტომატიზაციები და მორგებული AI ასისტენტების შექმნა;

• AI-ის გამოყენება კვლევის კომუნიკაციის, გავრცელებისა და ვიზუალური მასალების შექმნისთვის;

• დამფინანსებლებისა და ევროკომისიის პოლიტიკის განახლებები AI-ის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ტრენინგი პრაქტიკულ საჭიროებებზეა მორგებული და მოიცავს AI ხელსაწყოებთან მუშაობას, prompting-ის მიდგომებს, ინდივიდუალურ და ჯგუფურ სავარჯიშოებს, ასევე განხილვას, როგორ შეიძლება მიღებული ცოდნის გამოყენება ინსტიტუციურ დონეზე, პროექტების განვითარებისა და საგრანტო განაცხადების მომზადების პროცესში.

ადგილზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირველი 50 რეგისტრირებული მონაწილისთვის. მონაწილეობის დადასტურება გაიგზავნება სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. რეგისტრაციისას მონაწილეებმა უნდა მიუთითონ სასურველი ფორმატი - დასწრებით ან ონლაინ მონაწილეობა. ონლაინ ფორმატში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.

ტრენინგთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია რეგისტრირებულ მონაწილეებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიეწოდებათ.

თარიღი: 22–24 ივნისი

ფორმატი: ჰიბრიდული

სამუშაო ენა: ინგლისური

მისამართი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, II სასწავლო კორპუსი, II სართული, II სალექციო აუდიტორია

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/hiuzxMcBgZJPm4J97