2026 წლის 5-7 ნოემბერს გაიმართება ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია -„ილია ჭავჭავაძე – 189“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
მოხსენება შეიძლება წარდგენილ იქნეს ინდივიდუალურად ან/და თანაავტორობით. სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე.
კონფერენციის სექციები
კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:
• სამართალი და პოლიტიკის მეცნიერებები;
• განათლება და მეცნიერება;
• ილიას ლიტერატურული და პუბლიცისტური მემკვიდრეობა;
• ეკონომიკა და საბანკო საქმე;
• მედია და საზოგადოებრივი აზრი;
• ქართველოლოგია და კულტურული მემკვიდრეობა.
სამუშაო ენა: ქართული.
მონაწილეობის პირობები
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 30 სექტემბრამდე განცხადება და თეზისები უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: javakhishvili_students@tsu.ge
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს.
მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 2026 წლის 5 ოქტომბრამდე.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ღონისძიება ჩატარდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენციის მიზანი
კონფერენციის მიზანია ახალგაზრდებს შორის ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მნიშვნელობის - მისი ეროვნული, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სამართლებრივი და ეკონომიკური, ასევე სამწერლობო-მთარგმნელობითი საქმიანობის - კიდევ ერთხელ წარმოჩენა და ახალგაზრდებს შორის ილიას იდეების პოპულარიზაცია.
კონფერენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონტაქტო პირია ეკატერინე ნავროზაშვილი.
ელ.ფოსტა: ekaterine.navrozashvili@tsu.ge