ცხადდება კონკურსი Erasmus + ფარგლებში ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (Humboldt-Universität zu Berlin) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინგლისური ენის მცოდნე დოქტორანტებისთვის
მსურველებმა გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის Erasmus + კოორდინატორის ნინო კანდელაკის ელექტრონულ მისამართზე: erasmus@tsmu.edu ან nkandelaki@hotmail.com
- მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე (1 გვ.)
- CV
- განაცხადის ფორმა (იხილეთ თანდართული ფაილის სახით);
- დოქტორანტის რეგისტრაციის მოწმობა
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას გამზ.: 33, ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი 418; ტელ.: +995 32 254 24 51)