ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია) სტაჟირების მსურველ გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ

ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია) სტაჟირების მსურველ გერმანული ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ

 ცხადდება რეგისტრაცია გერმანული ენის მცოდნე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის და მედიცინის ფაკულტეტის მე-3, მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტებისთვის.

რეგისტრაცია იწარმოებს 31 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით

პირველადი გასაუბრება ჩატარდება  15 თებერვალს 15:00 სთ თსსუ უცხოური ენების ცენტრში (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას გამზ.: 33, I სასწავლო კორპუსი, II სართული, ოთახი 204)


საბოლოო შერჩევას სკაიპის საშუალებით ჩაატარებენ ტიროლის კლინიკების გაერთიანების დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრ AZW-ს საექთნო სწავლების ხელმძღვანელი, ქალბატონი ვალტრაუდ ბუხბერგერი და  თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე.

სკაიპით გასაუბრება ჩატარდება 22 თებერვალს 15:00 სთ საბჭოების სხდომათა დარბაზში (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას გამზ.: 33, ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული).

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ თსსუ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას გამზ.: 33, ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი 418).