ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი“ სპექტაკლი – „მე ვხედავ მზეს“ თსსუ-ში

ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი“ სპექტაკლი – „მე ვხედავ მზეს“ თსსუ-ში

6 ნოემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ გამართავს სპექტაკლს „მე ვხედავ მზეს“.

სპექტაკლში მონაწილეობს 21 მსახიობი, მათ შორის 14 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და 7 პროფესიონალი მსახიობი.

მაესტრო ბაჩო გაბრუაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი თეატრი „აზდაკის ბაღი“ უნიკალური ფენომენია – მსოფლიოში ანალოგი არ აქვს თავისი სტატუსითა და შემოქმედებითი კონცეფციით.