2026 წლის 15 აპრილს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება იოსებ სიხარულიძის სადისერტაციო ნაშრომის - „მონო- და დუალური ანტიაგრეგაციული რეჟიმების მეორადი პრევენციული ეფექტის შედარება არაობსტრუქციული კორონარული დაავადების და ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მწვავე კორონარული სინდრომის მქონე ანტიაგრეგანტ-ნაივურ პაციენტებში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
კახაბერ ჭელიძე - თსსუ-ის შინაგან დაავადებათა №1 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
ექსპერტები:
რუსუდან აგლაძე - ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ზურაბ ფაღავა - ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის დირექტორის მოადგილე კარდიოლოგიის და შინაგან სნეულებათა მიმართულებით, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
არჩილ ჩუხრუკიძე - თბილისის გულის ცენტრის კლინიკური დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.