იტალიური ენის სწავლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით, დაგეგმილია იტალიური ენის შემსწავლელი კურსის ჩატარება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu) 2026 წლის 27 აპრილის ჩათვლით.
კურსის დაწყების თარიღი: 2026 წლის 4 მაისი.
მეცადინეობები ჩატარდება „ონლაინ“ ფორმატში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი №404).
ტელ.: 032 254 24 48; 032 254 24 50.