იტალიური ენის უფასო კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

იტალიური ენის უფასო კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

იტალიური ენის სწავლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გრძელდება იტალიური ენის უფასო კურსი.

დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე (sms.tsmu.edu) 2026 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით.

მეცადინეობები ჩატარდება „ონლაინ“ ფორმატში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი №404).

ტელ.: 032 254 24 48; 032 254 24 50