"ივანე ჯავახიშვილი 150" - დოკუმენტური ფილმის ჩვენება თსსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  დოკუმენტური ფილმის „ივანე ჯავახიშვილი 150“ ჩვენება 6 მაისს 17:00 საათზე (ადმინისტრაციული შენობა, მეორე საკონფერენციო დარბაზი) გაიმართება.

ფილმი გვიყვება ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების იმ მონაკვეთის შესახებ, რომელიც უკავშირდება უნივერსიტეტის გახსნას და გასაბჭოების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის წინაააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებს, რაც უნივერსიტეტის დატოვებით დასრულდა. 

ფილმის ხანგრძლივობა - 37 წთ.

ფილმის ავტორი - მარიკა ბაკურაძე.