2025 წლის 2 ივლისს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება ივანე ჯავახიშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „მარკერების ინფორმატიულობა ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა სიმსივნეების დიაგნოსტირებაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
კონსტანტინე მარდალეიშვილი - თსსუ-ის ემერიტუსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
თამარ სანიკიძე - თსსუ-ის ფიზიკისა და ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
სამეცნიერო კონსულტანტი:
დავით მეტრეველი - თსსუ-ის ემერიტუსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
ექსპერტები:
რემა ღვამიჩავა - თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
მანანა ნამორაძე - თსსუ-ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ქეთევან ხითარიშვილი - თსსუ-ის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.