იწყება განაცხადების მიღება სასწავლო კურსში-“მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ მონაწილეობის მისაღებად 2020 წლისთვის

იწყება განაცხადების მიღება სასწავლო კურსში-“მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ მონაწილეობის მისაღებად 2020 წლისთვის

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულური დიაგნოსტიკის და ბიოტექნოლოგიების ცენტრი, ჰანოვერის სამედიცინო სკოლის (MHH),  ლაიბნიცის კვლევითი ბიოტექნოლოგიური და ხელოვნური ორგანოების  (LEBAO)  ლაბორატორიების მხარდაჭერით ახორციელებს ფოლცსვაგენის ფონდის  მიერ დაფინანსებულ პოექტს- "პრაქტიკული ტრენინგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ".

პროექტის ფარგლებში სასწავლო კურსი “მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ მოიცავს თეორიულ  და პრაქტიკულ სწავლებას. პრაქტიკული სწავლება  პროექტის ფარგლებში შექმნილ ლაბორატორიაში შედგება. კურსის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ:  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედაგოგები და მოლეკულური/უჯრედული ბიოლოგიის საერთაშორისო ექსპერტები. 

სწავლების  კურსი მოიცავს 11 დისციპლინას. 

 პროექტის  მიზანია:  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ბიოტექნოლოგიებში  პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების განვითარება,  სტუდენტებში ანალიტიკური  და დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობის წარმოების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.  სალექციო და პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, გრანტის ფარგლებში მოამზადონ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტში და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა  საერთაშორისო პროექტებში. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის IX,X,XI, XII  სემესტრის სტუდენტებს, თსსუ-ის სტომატოლოგიის  ფაკულტეტის  IX,X  სემესტრის სტუდენტებს, ფარმაციის  ფაკულტეტის VII, VIII სემესტრის სტუდენტებს, რეზიდენტებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და ახალგაზრდა ექიმებს.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ინგლისური ენის საკმარისი ცოდნა.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 1 მარტი.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ  გასაუბრება. 

ინფორმაციისათვის და აპლიკაციების ჩამოსატვირთად, გთხოვთ იხილოთ:

www.cmdb-sou-edu.org