2018 წლის 20 ნოემბერს, თსსუ-ის IV კორპუსში გაიმართა ფარმაცევტული კომპანია „პსპ“-ს შეხვედრა ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან. „პსპ - ფარმამ“ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სტუდენტური დასაქმების ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს:
• სწავლასთან ადაპტირებულ 4, 6 ან 8 საათიან სამუშაო განრიგს;
• გამოცდების პერიოდში შვებულების აღების შესაძლებლობას;
• ტრენინგს ტრენინგ-ცენტრში;
• პრაქტიკას აფთიაქში;
• წარმატებული პსპ-ს ფარმაცევტის დაფინანსებას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში.
„პსპ - ფარმამ“ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ფარმაციის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები, რომლებიც, ამავე დროს კომპანიის წარმატებული ფარმაცევტები არიან. „პსპ - ფარმა“ მათ სრულად დაუფინანსებს უნივერსიტეტში სწავლის საფასურს.