კონფერენცია ,,ინოვაციური მიდგომები ლაბორატორიულ მედიცინაში“

კონფერენცია ,,ინოვაციური მიდგომები ლაბორატორიულ მედიცინაში“

2019 წლის 12 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ,,ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციის'' ორგანიზებით ჩატარდება  საერთაშორისო კონფერენცია ,,ინოვაციური მიდგომები ლაბორატორიულ მედიცინაში“. 

კონფერენციას გახსნის კლინიკური ქიმიისა და ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო ფედერაციის (IFCC) პრეზიდენტი, დოქტორი Maurizio Ferrari;

კონფერეცია მრავალპროფილურია;

განიხილება ლაბორატორიული მედიცინის რამდენიმე მიმართულება,  სფეროში არსებული ახალი მიდგომები და  ხედვები;

მოხსენებები შეეხება ლაბორატორიული მედიცინის საკითხებს: საგანმანათლებლო, საორგანიზაციო, კლინიკური, ექსპერიმენტული და ა.შ;

მოხსენებებით წარსდგებიან ექიმი-კლინიცისტები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, უცხოეთიდან მოწვეული სხვადასხვა დარგის                  მეცნიერები;

•       ასოციაციაში გაწევრიანება შესაძლებელია ვებ გვერდზე  (რეგისტრაცია უფასოა);

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

კონფერენციის მხარდამჭერია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

მისამართი:  რესპუბლიკის მოედანი N6, ღონისძიების სივრცე-დარბაზი ,,რესპუბლიკა“.