კონფერენცია -,,ნუტრიციოლოგიისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი - თანამედროვე ტენდენციები“

კონფერენცია -,,ნუტრიციოლოგიისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი - თანამედროვე ტენდენციები“

კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების; სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2018 წლის 12 სექტემბერს, 9.30 წუთზე ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია -,,ნუტრიციოლოგიისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი - თანამედროვე ტენდენციები“. 

კონფერენციის მუშაობაში ქართველ ექიმებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის ნუტრიციოლოგთა საზოგადოების წევრები. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნუტრიციოლოგიისა და ონკოლოგიის ურთიერთკავშირს.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, საბჭოების დარბაზი.