2020 წლის კონკურსში გამარჯვებულ საექიმო სპეციალობის მაძიებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება განხორციელდება 2020 წლის 2 მარტის 11 საათიდან 6 მარტის 13 საათამდე.
(მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეშვიდე სართული, ოთახი N705).
საექიმო სპეციალობის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს:
- საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა და მოწმობის ასლი ან ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასების უწყისი და უწყისის ასლი;
- უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი და დიპლომის ასლი);
- ავტობიოგრაფია (CV);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მოწმობის ასლი;
- ერთი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 და ელექტრონულად -CD;
- პროფესიული მზადების საფასურის გადახდის ქვითარი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ხელშეკრულების გაფორმების ვადის ამოწურვის შემდეგ კონკურსში გამარჯვებულ მაძიებელთან ხელშეკრულების გაფორმება არ იწარმოებს.