კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში   სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში

კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი) . 

მობილობის პერიოდი - 2025 წლის შემოდგომის სემესტრი.

მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.

მობილობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

• ცნობა  სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;

• ესპანური ენის A2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

• ცნობა  აკადემიური  მოსწრების შესახებ  (GPA-ის მითითებით); 

• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);

• პასპორტის ასლი.

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2025 წლის 25 მარტს, 16 საათზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. 

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზირი N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 407 

ელ-ფოსტაზე: iad@tsmu.edu,    n.kandelaki@tsmu.edu

ტელ: (032) 254 24 50 

მობ.: + 995 593 35 24 19