თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
დოქტორანტებისთვის ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი 3-თვიანი გრანტის მოსაპოვებლად სალერნოს (იტალია) უნივერსიტეტში.
სამეცნიერო მიმართულებებია:
• პედიატრია
• ბაზისური მეცნიერებები
მობილობის პერიოდი - 2024 წლის შემოდგომა
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია სამი თვის განმავლობაში).
გასაუბრებაზე წარმოსადგენი  სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 
• CV ევროპული ფორმატით (ინგლისურ ენაზე);
•	ცნობა დოქტორანტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
•	სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა); 
•	ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 დონე);
•	სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი კვლევის სათაურის მითითებით (ინგლისურ ენაზე);
• სადოქტორო კვლევის მოკლე აღწერილობა (ინგლისურ ენაზე);
გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში 2024 წლის 24 აპრილს, 16:00 საათზე. 
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407. ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451;