კონკურსი ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად

კონკურსი ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს კონკურსს ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად. ჯილდო გაიცემა საუკეთესო სტუდენტური თარგმანისათვის - უცხოურიდან ქართულ და ქართულიდან უცხოურ ენებზე.

ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

• პროზის საუკეთესო თარგმანი

• პოეზიის საუკეთესო თარგმანი

• სამეცნიერო ნაშრომის საუკეთესო თარგმანი

• ესეს და დოკუმენტური პროზის საუკეთესო თარგმანი

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და დოქტორანტებს ( 35 წლამდე).

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა თსსუ-ის სტუდენტებმა და დოქტორანტებმა 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული) უნდა წარადგინონ საბუთები და საკონკურსო თარგმანი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ