კონკურსი ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად  ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში

კონკურსი ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში

ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი).

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მედიცინის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს (გარდა I-II და XI-XII სემესტრის სტუდენტებისა).

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

• CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);

• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

• ნიშნების ამონაწერი ( GPA ) (ინგლისურ ენაზე);

• მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);

• ინგლისური ენის სერთიფიკატი B2.

სტიპენდიატთა შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:

• დოკუმენტაციის შემოწმება;

• გასაუბრება

გასაუბრება ჩატარდება 2021 წლის  12  ნოემბერს.

თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი #418.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს

ტელ.: 032 2 542 450;  032 2 542 451; 

გისურვებთ წარმატებას!