თსსუ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსსუ მედიცინის ფაკულტეტის Ш,IV,V,VI,VII,VIII,IX,X სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ქ.თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი, საბერძნეთი.
საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი
მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე (1 გვ.);
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
ნიშნების ამონაწერი (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე)
გთხოვთ აღნიშნული დოკუმენტაცია გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:erasmus@tsmu.edu ან nkandelaki@hotmail.com
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 19 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას გამზ.: 33, ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი 418; ტელ.: +995 32 254 24 51)