თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსსუ მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი); მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის დეკანატში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი
პასპორტის ასლი.
სტიპენდიის რაოდენობა:
პოლონეთი: 750 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 13 დეკემბრის 12 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე nkandelaki@hotmail.com, or Erasmus@tsmu.edu (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (BA) და სასურველი ევროპული უნივერსიტეტი).
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) 2016 წლის 13 დეკემბერი 4 სთ;
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი).
შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:Ønkandelaki@hotmail.com or Agnieszka Billewicz <agnieszkabillewicz@umlub.pl
International Relations Team
Medical University of Lublin
al. Racławickie 1 (Collegium Novum)
20-059 Lublin
Tel.+ 48 81448 5130
e-mail: agnieszka.billewicz@umlub.pl