ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად 2022-2023 სასწავლო წლისთვის.
სააპლიკაციო განაცხადების მიღება წარმოებს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით 2022 წლის 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ლატვიის რესპუბლიკის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდს: https://www.viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships.