კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად თინაზთეფეს უნივერსიტეტში

კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად თინაზთეფეს უნივერსიტეტში

თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის II,III,IV,V,VI დაVII სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ -ის პროექტის ფარგლებში,  სტიპენდიების მოსაპოვებლად ცხადდება კონკურსი თინაზთეფეს უნივერსიტეტში (იზმირი, თურქეთი)

მობილობის პერიოდი: 2025 წლის ივლისი – აგვისტო

ფინანსური პირობები: მობილობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია) სრულად აფინანსებს მასპინძელი უნივერსიტეტი.

დოკუმენტები (ინგლისურ ენაზე):

-Europass ფორმატის CV

-ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ

-აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი GPA-ის მითითებით

-ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 დონე), 

-სასურველია თურქული ენის საბაზისო ცოდნა (A2 დონე).

-სამოტივაციო წერილი

გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 2025 წლის 7 მაისის ჩათვლით ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე – sms.tsmu.edu

გასაუბრება ჩატარდება 2025 წლის 7 მაისს  16:00 საათზე თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 406.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: 032 2 542 450; 032 2 542 451