ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის კონფერენცია

ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის კონფერენცია

2019 წლის 23 ოქტომბერს 15:00 საათზე, ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება  საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  ხარისხის კონტროლის, ფინური საერთაშორისო კომპანია ,,Labquality"-ის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განხილული იქნება ფინეთის კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში გარე ხარისხის კონტროლის გამოცდილება და მისი საქართველოს ლაბორატორიებში გაზიარების საკითხები.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის II სასწავლო კორპუსი, ,,თეატრალური დარბაზი“.