2025 წლის 30 მაისს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33)№1 საკონფერენციო დარბაზში შედგება ლანა ეზიეშვილის სადისერტაციო ნაშრომის “ექოჰისტეროსალპინგოგრაფიის მნიშვნელობა ფალოპის მილების გამტარობის დარღვევის კომპლექსურ რადიოლოგიურ დიაგნოსტიკაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ოთარ ურუშაძე - თსსუ-ის რენტგენოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ნიკოლოზ კინტრაია - თსსუ-ის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ექსპერტები:
გიორგი სვანიძე - თსსუ-ის ულტრასონოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
ოთარ ტატიშვილი - ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ბესარიონ ტყეშელაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.