ლატვიის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამა

ლატვიის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამა

ლატვიის რესპუბლიკის განათლების განვითარების სააგენტო (Education Development Agency of Latvia)  აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 2026-2027 სასწავლო წლისთვის. 

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლატვიის უნივერსიტეტებში 2026-2027 აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსებას;

ლატვიის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის დაფინანსებას.

ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა და ხანგრძლივობა:

ბაკალავრებისთვის - 500 ევრო, ხანგრძლივობა - 10 თვე;

მაგისტრებისთვის 600 ევრო, ხანგრძლივობა - 10 თვე;

დოქტორანტებისთვის 700 ევრო, ხანგრძლივობა - 11 თვე.

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:

https://www.viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships და/ან https://studyinlatvia.lv/scholarships

განაცხადები მიიღება 2026 წლის 1 აპრილის ჩათვლით, დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.