ლატვიის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამები

ლატვიის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამები

ლატვიის რესპუბლიკის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო სასტიპენდიო პროგრამებზე (2024/2025 სასწავლო წელი) მიღებას აცხადებს.

სასტიპენდიო პროგრამები განკუთვნილია სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და მკვლევარებისთვის და მოიცავს სწავლებას ლატვიის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

სააპლიკაციო განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 1 თებერვალიდან 1 აპრილის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდებზე: https://www.viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships და www.studyinlatvia.lv