ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამა

ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამა

პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი და Leaders of Change Foundation-ი 2021-2022 წლისათვის იწყებს განაცხადების მიღებას  ერთობლივ  სასტიპენდიო პროგრამაზე (Lane KIkland Scholarship Program). 

პროგრამა ითვალისწინებს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლას ხუთი პოლონური აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, პოზნანი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არსამთავრობო ორგანიზაციებში.

 სტიპენდია გაიცემა შემდეგ სფეროებში:

ეკონომიკა და მენეჯმენტი

ადმინისტრაცია / მენეჯმენტი (მაგ. ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, კულტურა, გარემოს დაცვა და ჯანდაცვა,განათლება)

სოციალური მეცნიერებები (სოციალური ფსიქოლოგია, სოციოლოგია)

პოლიტოლოგია და საერთაშორისო ურთიერთობები

გარემოს დაცვა

უსაფრთხოების საკითხები

კრიზისების მართვა

განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ