ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა

ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა

ფონდი „Leaders of Change Foundation“  აცხადებს ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამას (The Lane Kirkland Scholarship Program) 2026–2027 აკადემიური წლისთვის.

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ორსემესტრიან სწავლას პოლონეთის ოთხი აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი), ასევე, მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო ორგანიზაციებში და ტრენინგებისა და სემინარების ვრცელ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა ლიდერებისა და ექსპერტებისთვის.

დამატებით გაცნობებთ, რომ ასევე გამოცხადებულია ლეინ კირკლენდის კვლევითი პროგრამა (KIRKLAND RESEARCH Scholarships 2026), რომელიც განკუთვნილია 45-წლამდე მკვლევრებისთვის, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და ამჟამად იკავებენ აკადემიურ პოზიციას.
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 1 მარტი.

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

დამატებითი კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო ელ-ფოსტის მისამართია: kirkland@kirkland.edu.pl