2023 წლის 19 დეკემბერს, 15 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ,ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“ ჩატარდება ლექციათა ციკლი ,,გლობალური ურბანული პროცესები და სამედიცინო ეკოლოგიური გამოწვევები“.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტი, სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაცია, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი ,,ენდევორი“ და ახალგაზრდა მედიკოსთა ასოციაცია.
ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტში და ელექტრონულად ბმულზე
რეგისტრაცია იწარმოებს 14 დეკემბრის ჩათვლით.
სკოლა-სემინარის პროგრამა იხილეთ აქ.