2025 წლის 19 სექტემბერს 09:00 სთ-ზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება ლექციათა ციკლი ნეიროქირურგიაში, რომელსაც წაიკითხავს თელ ავივის უნივერსიტეტის პროფესორი, დანას პედიატრიული კლინიკის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, Gilbert-ის საერთაშორისო ნეიროფიბრომატოზის ცენტრის დირექტორი შლომი კონსტანტინი.
ლექციათა ციკლი გაიმართება თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, მე-3 საკონფერენციო დარბაზში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.