თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, Cellmax life-თან (კალიფორნია, აშშ) ერთად, ასრულებს ლექციათა ციკლს პერსონალიზებულ ონკოლოგიაში.
ციკლის ბოლო ლექცია "პროსტატის კიბოს მემკვიდრული კომპონენტი, ოჯახის წევრთა გენეტიკური ტესტირება და მენეჯმენტი" ჩატარდება თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სადისერტაციო დარბაზში (ვაჟა-ფშაველას 33) 21 დეკემბერს 17:00 საათზე.
ლექციას წაიკითხავს უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ქოჩიაშვილი.
შემაჯამებელ მოხსენებას გააკეთებს იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი.
ლექციებზე დამსწრეებს თსსუ-სა და Cellmax life-ის სერტიფიკატი გადაეგზავნებათ რეგისტრაციის დროს მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.