ლევან გიორგობიანის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

ლევან გიორგობიანის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2026 წლის 3 ივლისს, 16:00 საათზე  შედგება ლევან გიორგობიანის სადისერტაციო ნაშრომის - „SARS-Cov-2-ის ზეგავლენა მეთადონით ჩანაცვლებით თერაპიაზე (მჩთ) მყოფ ოპიოიდებზე დამოკიდებულ პაციენტთა ქცევით, ფსიქო-სოციალურ და ზოგიერთ ნეიროფიზიოლოგიურ პარამეტრზე“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: 

ხათუნა თოდაძე - თსსუ-ის ნარკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

ექსპერტები:

ლევან რატიანი - თსსუ-ის ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ნანა მებონია - თსსუ-ის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ნატო ასათიანი  - ნარკოლოგიური კლინიკა „ლიბერტასის“ ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, (ვაჟა-ფშაველას №33)  #1 საკონფერენციო დარბაზი.