Erasmus + KA107 პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ესტუმრება ლიეტუვას ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიოლოგიური სისტემებისა და გენეტიკური კვლევის ინსტიტუტის პროფესორი ელენა ლოგინოვიჩი.
სამუშაო ვიზიტი მოიცავს სალექციო კურსს შემდეგი თემატიკით:
15 მაისი, 13:15
,,ადამიანის პათოგენური პარაზიტების მორფოლოგია და ბიოლოგია. პარაზიტების კლასიფიკაცია’’.
16 მაისი, 12:15
,,ადამიანის პარაზიტული დაავადებების კლასიფიკაცია, გადაცემის ძირითადი გზები‘’.
17 მაისი, 9:55
,,ჰელმინთოზების ბიოლოგიური და ეპიდემიოლოგიური კლასიფიკაცია’’.
ლექციები ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოლოგიის და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტში.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეექვსე სართული, აუდიტორია N603.