თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2018–2019 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
№ |
სამაგისტრო პროგრამის დასახელება მისაღები კონტინგენტი |
მისაღები კონტინგენტი |
1 |
ჯანდაცვის ადმინისტრირება და მენეჯმენტი |
25 |
2 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
30 |
3 |
ეპიდემიოლოგია და გარემოს მედიცინა |
20 |
4 |
ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება |
20 |
5 |
ფარმაციის მენეჯმენტი |
20 |
6 |
სამრეწველო ფარმაცია |
8 |
7 |
ფარმაცევტული ანალიზი |
15 |
8 |
ფარმაცევტული კოსმეტოლოგია და პარფიუმერია |
8 |
9 |
კლინიკური ფარმაცია |
20 |
10 |
პედიატრიული რეაბილიტაცია |
5 |
11 |
რეაბილიტაციაში მრჩეველი |
5 |
12 |
რეაბილიტაცია სპორტში |
10 |
რეგისტრაციისთვის მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება ადგილზე);
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (ან ცნობა სასწავლებლის დამთავრების შესახებ);
4. მოქალაქის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
5. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ბარათი;
6. 2 ფოტოსურათი (3X4) და ელ. ვერსია;
7. ვაჟებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ვადაა: 29.08.2018 – 11.09.2018
(10:00 – 17:00 სთ, შაბათ–კვირის გარდა. შესვენება – 13:15–14:00 სთ)
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: თსსუ–ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს.
მისამართი: 0186, საქართველო, თბილისი, ვაჟა–ფშაველას 33, VIII სართული, ოთახი 817.
საკონტაქტო ტელეფონი: (+995 32) 2 54 24 66