თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2022–2023 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
რეგისტრაციისთვის მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე (ელექტრონული ხელმოწერა არ მიიღება) (დანართი 1);
2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2);
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი (ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შესახებ);
4. პირადობის მოწმობის ასლი;
5. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ბარათის ასლი;
6. 2 ფოტოსურათი (3X4) - ელ. ვერსია;
7. ვაჟებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
რეგისტრაციის ვადაა: 31.08.2022 – 09.09.2022
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმატით (pdf ფაილი) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში ელექტრონულ მისამართზე: t.tkeshelashvili@tsmu.edu
განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის: (დანართი 1; დანართი 2).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს, ტელ: 254 24 66.