2024 წლის 25 აპრილს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება მარიამ ღუღუნიშვილის სადისერტაციო ნაშრომის – „იმუნური უჯრედების მეთილირების პროფილი კისტური ფიბროზის დროს: მკურნალობის პოტენციური სამიზნე“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები
ეკა კვარაცხელია - თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი
მიხაელ იაკუბს ლენტცე - თსსუ-ის საპატიო დოქტორი
სამეცნიერო კონსულტანტი
ია ფანცულაია - თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ექსპერტები:
დოდო აგლაძე - პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პედიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ციცინო ფარულავა - პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პედიატრიის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
თინათინ კუტუბიძე - თსსუ-ის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი