მარიამ კეკენაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

მარიამ კეკენაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 9 თებერვალს, 16:00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ. №33) სხდომათა დარბაზში შედგება მარიამ კეკენაძის სადისერტაციო ნაშრომის – „ზოგიერთი გენის მუტაციის როლი ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის განვითარებაში ქართულ პოპულაციაში და მოდიფიკაციის პერსპექტივები“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

მაია ბერიძე - თსსუ-ის ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკისა და ტოპიკური დიაგნოსტიკის  დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

ჰენრი ჰოლდენი - ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ნეიროგენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, სამეცნიერო კონსულტანტი;

ეკა კვარაცხელია - თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი.

ექსპერტები:

მარინა ჯანელიძე - თსსუ-ის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ნათელა ოკუჯავა - თსსუ-ის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

მარინე ქორიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი.