მარიამ ნერსეზაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

მარიამ ნერსეზაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2025 წლის 21 ივლისს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება მარიამ ნერსეზაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „ქოლგოსანთა ოჯახის საქართველოში მოზარდი ზოგიერთი ენდემური სახეობის ფიტოქიმია და ბიოლოგიური აქტივობა“, საჯარო დაცვა ფარმაციის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

დალი ბერაშვილი - თსსუ-ის ფარმაცევტული ბოტანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;

კრისტინა სკალიცკა-ვოზნიაკი -  ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის ბუნებრივი ნედლეულის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამედიცინო მეცნიერებების სრული პროფესორი.

ექსპერტები:

ნონა ჯანიკაშვილი - თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი;

ბელა კიკალიშვილი - თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ლიპიდების და ანტრაქინონების მიმართულების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;

მალხაზ გეთია - თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, ფარმაცევტული ანალიზისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი.