მარიამ ტატანაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

მარიამ ტატანაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2026 წლის 24 მარტს, 16.00 საათზე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას №33) #1 საკონფერენციო დარბაზში შედგება მარიამ ტატანაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „საქართველოში გავრცელებული ვაზის ზოგიერთი აბორიგენული ჯიშის - საფერავი, რქაწითელი, ქისი, გადამუშავების ნარჩენების ქიმია და ბიოლოგიური აქტივობა“, საჯარო დაცვა ფარმაციის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

მალხაზ ჯოხაძე - თსსუ-ის ფარმაცევტული ბოტანიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი;

კობა სივსივაძე -  თსსუ-ის ფარმაცევტული, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი.

სამეცნიერო კონსულტანტი:

თამაზ მურთაზაშვილი - თსსუ-ის ემერიტუსი.

ექსპერტები:

ალიოშა ბაკურიძე - თსსუ-ის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფარმაციის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

მაია ოკუჯავა - თსსუ-ის სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;

ნინო ვაჩნაძე - თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიური ს/კ დეპარტამენტის ალკალოიდების მიმართულების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის აკადემიური დოქტორი.