2026 წლის 23 დეკემბერს, 16.00 საათზე შედგება მარიკა კოჭლამაზაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან მუშაობისას უსაფრთხოების უნივერსალური წესების შეფასება საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში“, საჯარო დაცვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ლევან ბარამიძე - თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
ექსპერტები:
ელენე პაჭკორია - თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ივანე კუგოტი - თსსუ-ის ჰიგიენის, სამედიცინო ეკოლოგიის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის აკადემიური დოქტორი;
დავით გელოვანი - თსსუ-ის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი (ვაჟა-ფშაველას #33), #1 საკონფერენციო დარბაზი.