2020 წლის 1 ივნისს 17:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შედგება მარტა აფხაზავას სადისერტაციო ნაშრომის „ტკივილის შეგრძნების ინდივიდურ განსხვავებათა რეცეპტორული, ჰორმონული და ფსიქოფიზიოლოგიური კორელატები“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ირინე კვაჭაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
მერაბ ცაგარელი - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ექსპერტები:
ელენე აბზიანიძე - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ხათუნა თოდაძე - მედიცინის დოქტორი, პროფესორი;
სოფიო ბახტაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
საჯარო დაცვის ფორმატის შესახებ შეგატყობინებთ დამატებით.