“მეცნიერება კლინიკურ პრაქტიკაში” - პროფესორ სარფრაზ აჰმადის ლექცია

“მეცნიერება კლინიკურ პრაქტიკაში” - პროფესორ სარფრაზ აჰმადის ლექცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესორი სარფრაზ აჰმადი თსსუ-ის სტუდენტებისთვის  ლექციას ჩაატარებს. ლექცია თემაზე: “მეცნიერება კლინიკურ პრაქტიკაში” 19 მარტს 14:00 საათზე დაიწყება. 

ლექციის ჩატარების ადგილი: თსსუ-ის მეორე კორპუსის მე-3 სართულის აუდიტორია. დამსწრეებს ღია დისკუსიის საშუალებაც მიეცემათ.

სარფრაზ აჰმადი 20 წელზე მეტია არის AdventHealth Cancer Institute-ის (ორლანდო, აშშ) გინეკოლოგიური ონკოლოგიის დეპარტამენტის კლინიკური კვლევის დირექტორი და გამოქვეყნებული აქვს 200-მდე პუბლიკაცია ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის მიმართულებით (h-index – 45). იგი არის რამდენიმე ბიოსამედიცინო ჟურნალის რეცენზენტი, არაერთი კველვითი გრანტის განმახორციელებელი და მიღებული აქვს ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები დარგში შეტანილი წვლილისთვის.

მისი ამჟამინდელი კვლევა ეხება გინეკოლოგიური/ონკოლოგიური პაციენტების კლინიკო-პათოლოგიურ და ოპერაციულ გამოსავალს, სიმსივნეების უჯრედული/მოლეკულური მექანიზმების შესწავლას და მკურნალობის ახალი მეთოდების შეფასებას ონკო-ჰემატოლოგიურ პაციენტებში.

ლექცია გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (FR-21-17599) ფარგლებში.