მეცნიერების დღე თსსუ-ში - ლექცია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში“

მეცნიერების დღე თსსუ-ში - ლექცია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2025 წლის 10 ნოემბერს აღნიშნავს მეცნიერების დღეს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ლექცია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში“, რომელსაც წაიკითხავს თსსუ-ის პროფესორი რიმა ბერიაშვილი.

ღონისძიება მიეძღვნება თანამედროვე მეცნიერების მიღწევებსა და ხელოვნური ინტელექტის როლს მედიცინის განვითარებაში.


ლექცია გაიმართება 12 ნოემბერს, 16:00 საათზე.

მისამართი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, III საკონფერენციო დარბაზი.