მეცნიერებისა  და  ინოვაციების საერთაშორისო  ფესტივალი 2018

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2018

2018 წლის, 22-30 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით  გაიმართება   მეცნიერებისა  და  ინოვაციების  ფესტივალი.

                                                   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი  ღონისძიებების ჩამონათვალი: 

22 სექტემბერი - გახსნის ცერემონიალი

(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორია)

ინოვაციური პროექტების გამოფენა

1. თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ორიგინალური სამკურნალო პრეპარატების გამოფენა.  

2. თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის,  ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის/თსსუ-ის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნება - „ახალი ინფრაწითელი სპექტროსკოპიის გამოყენება პორტსმენთა კუნთოვანი ქსოვილის ოქსიგენაციის მონიტორირებისათვის“.

                                                                                                                      24    სექტემბერი

1. სამეცნიერო შოუ - „ჩემი ექსპერიმენტები“ - თსსუ-ის  ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი. ბელიაშვილის ქ. 76. 12.00სთ;

2. სამეცნიერო შოუ - „სტოპ ბაქტერიას!“ - ვლ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი.  ბელიაშვილის ქ. 76. 14.00სთ.

3. პრეზენტაცია - თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის მიერ მომზადებული  სახელმძღვანელო - „სამეცნიერო კვლევის საფუძვლები და უნარ-ჩვევები“ . საბჭოს დარბაზი. 14.00სთ;

4. მასტერკლასი - ”პირველადი სამედიცინო დახმარება - სიცოცხლის გადასარჩენად!“ - თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი; ქართველ  მედიკოს სტუდენტთა  ასოციაცია (GMSA).  თსსუ-ის   ეზო,  14.30 სთ;

5. ვორკშოპი – „ბიოსამედიცინო კვლევის   მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები“ - თსსუ-ის  სამეცნიერო უნარ-ჩვევების  ცენტრი. საბჭოს დარბაზი. 15.00სთ.

                                                                                                                      25    სექტემბერი

1. ექსკურსია - „ქართული ფარმაცია, მეცნიერება და წამალი –     ტრადიციების  პატივისცემით  მომავლისაკენ“ - თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის  ინსტიტუტი. პ. სარაჯიშვილის ქ. 36.  12.00სთ;

2.   ვორკშოფი - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იშვიათი გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტირებაში“ - თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი -  პროფ. ელენე აბზიანიძე, ასოც. პროფ. თინათინ ტყემალაძე. თსსუ,  საბჭოს დარბაზი. 13:00 სთ;

3.  საჯარო ლექცია - „კბილთა ტრავმული დაზიანებებისა და მასთან დაკავშირებული ესთეტიკური პრობლემების რაციონალური მართვა“- თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინე  მამალაძე. თსსუ, საბჭოს დარბაზი.  16:00სთ.

                                                                                                                    26    სექტემბერი

1. მასტერკლასი - „პირის ღრუს სტომატოლოგიურ დაავადებათა  პროფილაქტიკა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში“ - თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა. თსსუ,  საბჭოს დარბაზი. 12.00სთ;

2. მასტერკლასი - „თანამედროვე მიღწევები და გამოწვევები ოპერაციულ ოდონტოლოგიასა და ენდოდონტიაში“ - თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის   სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, ოდონტოლოგიის  დეპარტამენტი .თსსუ, საბჭოს დარბაზი,   15.00სთ.

                                                                                                                    27    სექტემბერი

1. სტუდენტური  სასწავლო  კონფერენცია - „მედიცინის აქტუალური საკითხები, ინოვაციები და პერსპექტივები“ -  ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო  საზოგადოება. თსსუ, სადისერტაციო დარბაზი. 14.00სთ

                                                                                                                    28    სექტემბერი

1. საჯარო ლექცია - „ჭკვიანი წამალი“ - თსსუ-ის  ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე. თსსუ, საბჭოს დარბაზი. 12.00სთ;

2. სამეცნიერო შოუ - „წამლის ქიმიური და ბიოლოგიური საფუძვლები“ - თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტი. თსსუ, IV  სასწავლოკორპუსი, IV სართული; 14.00სთ;

3. სამეცნიერო  შოუ - თსსუ–ის ფარმაცევტული ფაკულტეტი;  თსსუ, ,  IV სასწავლო კორპუსი, IV სართ. 15.00სთ.

                                                                                                                     29    სექტემბერი

1. საჯარო ლექცია - „პორტრეტი ნიკოლოზ ბარათაშვილისა“ - თსსუ-ის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ბესარიონ კილასონია. თსსუ, სადისერტაციო დარბაზი. 12.00სთ;

2. მასტერკლასი - ქირურგიული კვანძების დადება - გიორგი  ჩილინგარაშვილი  -  ქართველ მედიკოს სტუდენტთა  ასოციაცია(GMSA). თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, გუდამაყრის #4. 12.00სთ

ფესტივალის გახსნის ცერემონიალი:

იხილეთ ფესტივალის პროგრამა სრულად:

სამეცნიერო პიკნიკის პროგრამა: