მეცნიერებისა და ტექნოლოგიების  ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის საერთაშორისო საინფორმაციო დღე

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის საერთაშორისო საინფორმაციო დღე

2022 წლის 28 ივნისს 10:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების  ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის საერთაშორისო საინფორმაციო დღე  - „საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა COST ასოციაციაში - ახალი შესაძლებლობები ქართველი მკვლევარებისთვის“.

ღონისძიების მიზანია, საქართველოში მოღვაწე მეცნიერ-მკვლევარებს (მათ შორის დოქტორანტებს)  მიაწოდოს ინფორმაცია COST ასოციაციის საქმიანობისა და როლის შესახებ, რომელსაც იგი ასრულებს, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, სამეცნიერო გამორჩეულობის გავრცელებისა და ხელშეწყობის თვალსაზრისით. 

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია ონლაინ რეგისტრაციის გავლა 2022 წლის 26 ივნისამდე.

სამუშაო ენა ინგლისური.

ღონისძიებაზე მოწვევის წერილი

ღონისძიების დღის წესრიგი