მედიცინის ფაკულტეტის VII სემესტრის 1-18 ჯგუფის სტუდენტთა საყურადღებოდ

მედიცინის ფაკულტეტის VII სემესტრის 1-18 ჯგუფის სტუდენტთა საყურადღებოდ

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის VII სემესტრის 1-18 ჯგუფის სტუდენტთა საყურადღებოდ და მათთვის, ვისაც 2017 წლის ივლისის გამოცდაზე არ აქვთ OSCE-ით შეფასება მეანობა-გინეკოლოგიაში.

სტუდენტებთან საერთო საკონსულტაციო შეხვედრა  შედგება  2018  წლის  1 თებერვალს 17:00 -ზე, თსსუ ადმინისტრაციული  კორპუსის  სადისერტაციო  დარბაზში.  სტუდენტებს საშუალება მიეცემათ დასვან შეკითხვები ოსკის საგამოცდო სადგურების შესახებ და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე.

სამანიპულაციო კონსულტაციები ჩატარდება 2018  წლის  1-7 თებერვლის ჩათვლით თსსუ კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში (იხილეთ კონსულტაციების განრიგი).

OSCE გამოცდა მეანობა-გინეკოლოგიაში ჩატარდება 2018 წლის 13-14 თებერვალს,  თსსუ  კლინიკური უნარ-ჩვევების  ცენტრში, თსსუ პირველი კორპუსის პირველ სართულზე. 

რეგისტრაციაზე შესვლა მოხდება კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში ეზოდან, გარეთა დამატებითი შემოსასვლელიდან ( პირველი კორპუსის ცენტრალური შესასვლელიდან მარცხენა მხარეს).  

სტუდენტები გამოცდაზე უნდა გამოცხადნენ დროულად (ცხრილში მითითებულ დროზე 15 წთ ადრე),  თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა  და ხალათი.  (სტუდენტთა სიები საგამოცდო განრიგის შესაბამისად მოგვიანებით განთავსდება Facebook-ის გვერდზე! ).   

OSCE–ის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 16 თებერვალს დღის მეორე ნახევარში. აპელაცია 17 თებერვალს (დროს დამატებით გაცნობებთ ოსკის გამოცდაზე ) თსსუ კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში.  

ნებისმიერ შეკითხვაზე გამოცდის მიმდინარეობის შესახებ მოგვწერეთ თსსუ კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის Facebook-ის გვერდზე!


გისურვებთ წარმატებას !