ERASMUS+ პროგრამის საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მესამე, მეოთხე და მეხუთე კურსის სტუდენტებისათვის პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტში (ბულგარეთი) 3- თვიანი (90 დღე) მობილობისთვის.
პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მობილობის დასრულების შემდგომ სტუდენტები მიიღებენ ხელშეკრულებით წინასწარ გათვალისწინებულ კრედიტ ქულებს.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- სამოტივაციო წერილი;
- CV –Europass ფორმატში ( ინგლისურ ენაზე);
- საერთო GPA და ინგლისური ენის სერთიფიკატი.
გასაუბრება ჩატარდება 30 სექტემბერს 4 სთ–ზე, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, ადმინისტრაციული კორპუსი, 418–ე ოთახი.
შეკითხვებისთვის მიმართეთ: Erasmus+ ინსტიტუციურ კოორდინატორს, ქალბატონ ნინო კანდელაკს.
თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, 418 ოთახი, ტელ: 254 24 51;